ხალხო, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება კომპანიები, რომლებიც AWS-ზე ან Azure-ზე „გადაბარგდნენ“, მაგრამ თვის ბოლოს ქლაუდის ინვოისის ნახვისას გული უსკდებათ 😅 💸 ღრუბლოვანი ტექნოლოგიები სუპერ მოსახერხებელი და მოქნილია, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია (Right-sizing) არ გაკეთდა, ხარჯები კოსმოსში მიდის. ხშირად ისეთი ძვირიანი რესურსებია ჩართული, რომლებიც პროექტს საერთოდ არ სჭირდება, ან უბრალოდ არასწორად არის დაპროექტებული არქიტექტურა. არადა, ბევრ საშუალო ბიზნესს საერთოდ არ სჭირდება ეგეთი ძვირადღირებული პლატფორმები — სწორად დაკონფიგურირებული Linux სერვერები + ავტომატიზაცია ხშირად 5-ჯერ ნაკლები ჯდება და იგივე წარმადობას იძლევა 🚀 თქვენთან როგორ ხდება Cloud ხარჯების კონტროლი? FinOps-ის პრაქტიკას იყენებთ თუ თვის ბოლოს სიურპრიზებს ეგუებით? 🤔👇 #CloudInfrastructure #DevOps