ხალხო, შეამჩნიეთ ონლაინ ლაივებსა თუ ეთერებში სუბტიტრები რომ ეძრობა ხოლმე? 🤖🎤 ამას წინათ რუსთავი 2-ის და მთავარი არხის გადაცემებს ონლაინ ვუყურებდი და ვფიქრობდი — AI speech-to-text ტექნოლოგია რამდენად მზადაა რეალურად ქართული ენის ცოცხალ ეთერში დასასუბტიტრებლად? ინგლისურზე კი მუშაობს ხუთიანზე, მაგრამ ქართულ ბრუნვებსა და სწრაფ ლაპარაკზე ისეთ სასაცილო შეცდომებს უშვებს ხოლმე, ხანდახან სიცილით ვკვდები 😂 თქვენი აზრით, რამდენად შორს ვართ იქიდან, რომ ტელევიზიებმა სრულიად ავტომატური, გამართული ქართული სუბტიტრები ჩართონ სმენადაქვეითებულებისთვის ან უხმო რეჟიმში მყურებლებისთვის? ვინმეს გამოგიცდიათ ქართული AI ტრანსკრიპცია? 🤔 #ტექნოლოგიები #ქართულიTV