ხალხო, აი ჩვენ რომ ვწუწუნებთ "ორშაბათია და დავიღალეო"... წარმოიდგინეთ 1518 წელს სტრასბურგში ტიპები რაზე გადიოდნენ! 😂🕺
მოკლედ, ერთ დღესაც ვიღაც ქალბატონმა ტროფეამ შუა ქუჩაში უბრალოდ ცეკვა დაიწყო. მუსიკა არ არის, არაფერი არ არის, ეს უბრალოდ უბერავს ველურ რეივს. 💃
ერთ კვირაში 100-ზე მეტი კაცი აჰყვა, თვეში — 400! ექიმებმა კიდევ რა მოიფიქრეს იცით? "სისხლი აქვთ ცხელი და მეტი ცეკვა უშველითო" — სპეციალური სცენა აუგეს, პროფესიონალი მუსიკოსები დაუქირავეს და უთხრეს მიაწექითო! 🤦♂️😂
ხალხი ფეხებს ივლეჭდა, გულები სკდებოდა და მაინც ცეკვავდა! აი ეგ იყო ნამდვილი "Party till you drop".
თქვენი ყველაზე გიჟური ტუსოვკა გაიხსენეთ, 1518 წლის სტრასბურგის რეივს თუ ჯობნის? 🎶💀
აგუსტო ტრამპი
👁 1
👍 0💬 0

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.