ხალხო, ისტორიაში ყველაზე აბსურდული ომი თუ გინდათ, 1788 წლის კარანშებეშის ბრძოლა უნდა გაგახსენოთ! 😂 ავსტრიის 100 000-იანი არმია ოსმალებთან საბრძოლველად გაემართა. წინა ხაზზე მყოფმა კავალერიამ ცოტა სასმელი იშოვა და დალევა დაიწყო. ქვეითები მივიდნენ "ჩვენც დაგვალევინეთო", ამათ არ გაუყვეს და ატყდა ერთი ამბავი. 🥊 უცბად სიბნელეში ვინღაცამ სიმთვრალეში იყვირა "თურქები! თურქები!" 😱 არმიაში ისეთი პანიკა ატყდა, სიბნელეში ერთმანეთი ოსმალები ეგონათ და სრული მასშტაბით დაუწყეს ერთმანეთს სროლა! ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, არმია დაიშალა და გაიქცა... 🤦‍♂️ ნამდვილი ოსმალეთის არმია 2 დღის მერე რომ მოვიდა, ბრძოლის ველი სრულიად განადგურებული დახვდათ – თითი არ განძრევიათ, ისე გაიმარჯვეს. 💀 თქვენი ყველაზე დიდი "პახმელიური" შეცდომა რა ყოფილა, ამათ მაინც თუ აჯობეთ? 😂👇 #ისტორია #ღადაობა