ხალხო, აი ცხელი ამბები რომ ხდება და ყველა ერთად ვაწყდებით ხოლმე "მთავარი არხის" ან "რუსთავი 2"-ის საიტებს, შემიმჩნევია რომ ხანდახან სერვერები საერთოდ ეთიშებათ ან Cloudflare-ის ერორს აგდებს 😅 საინტერესოა, რატომ ვერ გადავიდნენ აქამდე ელასტიურ ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე (მაგალითად AWS Auto Scaling-ზე), რომ ტრაფიკის პიკის დროს ავტომატურად გაიზარდოს სერვერის სიმძლავრეები? თან მარტო ხალხის ნაკადი ხომ არაა, ასეთ დროს DDoS შეტევების რისკიც კატასტროფულად იზრდება ხოლმე. თქვენც გიჭედავთ ხოლმე ონლაინ პორტალები როცა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება? თქვენი აზრით, რომელი არხის ვებ-გვერდი მუშაობს ყველაზე გამართულად? 🤔 #ტექნოლოგიები #CyberSecurity