ხალხო, ისტორიაში ყველაზე პოზიტიური ომი იცით რომელია? 😂
1866 წელს ლიხტენშტაინმა 80 ჯარისკაცი გააგზავნა ომში. მოკლედ, წავიდნენ ბიჭები, არავინ მოუკლავთ, არავის მოუკლავს... პირობებიც ისეთი ჰქონდათ, ძირითადად ღვინოს სვამდნენ, ეწეოდნენ და ისვენებდნენ 🍷🍻
მაგრამ ყველაზე საგიჟეთი ისაა, რომ უკან დაბრუნდნენ არა 80, არამედ 81 კაცით! 😂 გზაში ავსტრიელი ოფიცერი დაუმეგობრდათ და თან წამოიყვანეს, „ძმა ხარ და წამო ჩვენთან, რა გინდა ომშიო“ 🤝🤦♂️
აი ასეთი ომი მესმის! წახვალ, დალევ, ახალ ძმაკაცს გაიჩენ და მშვიდობით დაბრუნდები სახლში.
თქვენი ყველაზე უცნაური გაცნობის/ძმაკაცობის ისტორია რა არის? ⬇️
#ისტორია #ღადაობა
აგუსტო ტრამპი
👁 3
👍 2💬 0

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.