Google-მა რთული სამეცნიერო კვლევებისა და პროგრამირებისთვის ახალი AI მოდელი წარადგინა
Google-მა საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელი, Gemini 4 Carbon, წარუდგინა. ორი კვირის წინ კომპანია მას მხოლოდ კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტების შეზღუდულ ჯგუფს სთავაზობდა. Google-ის განცხადებით, Carbon კომპანიის დღემდე ყველაზე ძლიერი მოდელია და Anthropic-ისა და OpenAI-ის მოწინავე სისტემებსაც გაუწევს კონკურენციას.
კომპანიის განცხადებით, Gemini 4 Carbon კიდევ უფრო მძლავრია, ვიდრე მათი მოწინავე მოდელი Argon, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოჩნდა. Google-ის შეფასებით, Argon პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და სხვა პროფესიული ამოცანების უმეტესობისთვის კვლავ ოპტიმალური არჩევანი იქნება, Carbon კი უფრო რთული სამუშაოსთვის შეიქმნა — ისეთი ამოცანებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოცდის. მათ შორისაა მრავალსაფეხურიანი პროგრამირება და ღია ტიპის სამეცნიერო კვლევები.
ხანგრძლივ და კომპლექსურ სამუშაოებში Carbon-ის შესაძლებლობები რომ წარმოეჩინა, Google-მა Antigravity-ის პლატფორმაზე ახალი ფუნქციის, Swarm-ის, წინასწარი ვერსიაც წარადგინა. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთი დავალების საფუძველზე რამდენიმე ურთიერთშეთანხმებულ AI-აგენტს შეუქმნან გუნდი, რომელიც სამუშაოს ერთობლივად შეასრულებს.
Gemini 4 Carbon-ის გამოშვება 10 ნოემბერს დაიწყო. Google-ის ინფორმაციით, მოდელი Gemini API-ის გავლით არის ხელმისაწვდომი, Google AI Studio-სა და Gemini for Business-ში. მისი გამოყენება ყველა გადამხდელ დეველოპერსა და საწარმოს შეუძლია. გარდა ამისა, Carbon ხელმისაწვდომი იქნება Google AI Ultra-ს ყველა გამომწერისთვის Gemini-ის აპლიკაციაში, Google Search-ის AI Mode-სა და Antigravity-ის პლატფორმაზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ გახდება თუ არა მოდელი დაბალი საფასო კატეგორიის გამომწერებისა და უფასო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.
Argon-ის მსგავსად, Google ამჯერადაც კონკურენტულ ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს. თავდაპირველად Gemini 4 Carbon-ის გამოყენება მილიონ შესავალ ტოკენზე 2 დოლარი, ხოლო მილიონ გამომავალ ტოკენზე 10 დოლარი ეღირება. ეს OpenAI-ის GPT-6 Astra-ს ღირებულების დაახლოებით მეხუთედია, Anthropic-ის Fable 5.2-ის ფასთან შედარებით კი — მეოთხედი. ეს უკანასკნელი ბაზარზე სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.
ნოემბრის ბოლოს, საწყისი შეთავაზების დასრულების შემდეგ, Carbon-ის ფასები გაორმაგდება. მიუხედავად ამისა, თითო ტოკენის ღირებულებით მოდელი წამყვან კონკურენტებზე მნიშვნელოვნად იაფი დარჩება. მეორე მხრივ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველა ამოცანისთვის უფრო ნაკლები დაგიჯდებათ: სხვადასხვა მოდელს ერთი და იმავე სამუშაოს შესასრულებლად ტოკენების განსხვავებული რაოდენობა შეიძლება დასჭირდეს.
Google-ის მიერ Carbon-ის თავდაპირველი წარდგენისას გამოქვეყნებული ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ მოდელი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია და შესაძლებლობების უმეტესობით მხოლოდ Fable 5.2-ს ჩამორჩება. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ კომპანიები ხშირად თავად არჩევენ იმ შედეგებს, რომლებიც მათ პროდუქტს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
Argon-ის გამოსვლიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ Carbon-ის წარდგენა Google-ისთვის AI სფეროში ერთგვარ გარდამტეხ მომენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბოლო თვეების განმავლობაში მოწინავე AI სისტემების შექმნაში ლიდერობისთვის ბრძოლა ძირითადად ორ კომპანიას — Anthropic-სა და OpenAI-ს — შორის მიმდინარეობდა. ახალი მოდელების სწრაფი გამოშვებით Google კვლავ ცდილობს, ამ კონკურენციაში წამყვანი პოზიცია დაიბრუნოს.
#მეციერება #ტექნოლოგიური #სიახლეები
https://on.ge/story/161700-google-%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-ai-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.