დაივიწყეთ ძველი პრომპტები - როგორ ვესაუბროთ ChatGPT-ისა და Claude-ის მოდელებს სწორად? | სრული კურსი

ბოლო თვეებში OpenAI-მ (GPT-6) და Anthropic-მა (Claude Fable 5.2, Opus 5.5, Sonnet 5.5, Haiku 5.5) არა მხოლოდ ახალი თაობის მოდელები გამოუშვეს, არამედ თავიდან დაწერეს ოფიციალური პრომპტინგის სახელმძღვანელოებიც. ძველი ხრიკები - დიდი ასოებით დაწერილი „აუცილებლად“, „კარგად დაფიქრდი“ ან მძიმე როლური შესავლები - ახალ მოდელებს ხშირად პირიქით აბნევს ან შუა გზაზე აჩერებს.

ამ სრულ ტუტორიალში თავიდან ბოლომდე, მარტივი და გასაგები ქართული ენით გავდივართ ორივე კომპანიის ოფიციალურ წესებს. ვიდეო გათვლილია ყველაზე, ვინც AI-ს ყოველდღიურ საქმეში იყენებს - კოდის ცოდნა საერთოდ არ გჭირდებათ (ხოლო ვინც Claude Code-შიც მუშაობთ, თქვენთვის ბოლოში ცალკე პრაქტიკული თავია დათმობილი).

უფასო ქართული გზამკვლევი + მზა პრომპტი + 1-გვერდიანი შემახსენებელი: დაწერეთ კომენტარებში სიტყვა „პრომპტი“ და გამოგიგზავნით სრულ დოკუმენტს, სადაც თავმოყრილია შვიდივე საყრდენი, Claude Fable 5.2-ისა და 5.5 ოჯახის წესები, მზა დასაკოპირებელი პრომპტი და ერთგვერდიანი ჩეკლისტი.
#AI #Introduction #lessens #tutorial
@AIPulseGeorgia