როგორ აფეთქდა ჩერნობილი? | 36 წამი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

1986 წლის 26 აპრილს, ღამის 1:23-ზე, ჩერნობილის ატომურ სადგურზე ოპერატორმა ავარიული ჩაქრობის ღილაკს დააჭირა. რამდენიმე წამში რეაქტორი აფეთქდა. როგორ აფეთქდა რეაქტორი, რომელიც არ უნდა აფეთქებულიყო? რატომ ჩატარდა უსაფრთხოების ცდა შუაღამისას? და ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე?

ამ ვიდეოში სერიალს არ ვეყრდნობით, მხოლოდ დოკუმენტურ ფაქტებს და აკადემიკოს ვალერი ლეგასოვის მოგონებებს. ვნახავთ დაუსრულებელ ცდას 1983 წლიდან, 25 აპრილის გადადებულ ექსპერიმენტს, ავარიის ღამეს წუთობრივად, მარტივად ავხსნით, როგორ მუშაობს რეაქტორი და რა ნაკლი ჰქონდა, მერე კი მთელ ჯაჭვს ერთად ავაწყობთ.