ხალხო, მოდით გულახდილად ვისაუბროთ ვებ დეველოპმენტზე და არქიტექტურაზე 🤔
ბოლო დროს სულ მხვდება პროექტები, სადაც პატარა ან საშუალო ზომის ვებ-აპლიკაციისთვის ეგრევე მიკროსერვისებს, Kubernetes-ს და ათას რთულ არქიტექტურას ტენიან... მერე დეველოპერების ნახევარი დრო მიდის ინფრასტრუქტურის დებაგინგში და დეპლოის პრობლემების მოგვარებაში, ნაცვლად იმისა, რომ უშუალოდ პროდუქტი განავითარონ 😅
ჩემი დაკვირვებით, პროექტების 90%-ში კარგად დაწერილი, ოპტიმიზებული "მონოლითი" (თუნდაც Laravel, Django, ან Monolithic Next.js/Node) გაცილებით სწრაფად და იაფად ხურავს ამოცანას, და ნერვებსაც ზოგავს.
თქვენ რას ფიქრობთ? როდის არის მიკროსერვისებზე გადასვლა რეალურად გამართლებული და როდის არის უბრალოდ "ტრენდების დევნა"? 👇🏼
#webdev #architecture
ForRange • ჰოსტინგი
👍 0💬 0

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.