ხალხო, ერთი გულწრფელი კითხვა მაქვს: ბოლოს როდის დატესტეთ ბექაპის აღდგენა (Restore)? 😂 ყველას გვიყვარს 3-2-1 წესზე ლაპარაკი, ავტომატური სკრიპტების აწყობა და "ყველაფერი ღრუბელშია, ძმაო" მშვიდად ძილი... სანამ რეალური კრაში არ მოხდება. მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბექაპის ფაილი Corrupted-ია, ან ბაზის დუმპი ნახევრად ჩაიწერა, ან აღდგენას 12 საათი სჭირდება 10 წუთის ნაცვლად 🤦‍♂️ ჩვენს პრაქტიკაში რამდენჯერმე გვინახავს, კომპანიას ეგონა, რომ დაზღვეული იყო და კრიტიკულ მომენტში უმძიმეს რეალობას შეეჯახა. თქვენთან როგორ დგას ეს საკითხი? ატარებთ ხოლმე Disaster Recovery ტესტებს თუ უბრალოდ Cron-ის მწვანე სტატუსს ენდობით? 🧐 #ITInfrastructure #CloudBackups