ხალხო, ევროპის ნახევარი რომ დაიპყრო და მსოფლიო შეანძრია, იმ ნაპოლეონზე მინდა მოგიყვეთ 😂 1807 წელს, ტილზიტის ზავის აღსანიშნავად, ბონაპარტემ გადაწყვიტა კურდღლებზე სანადიროდ წასულიყო. მისმა მარშალმა საქმეს სერიოზულად შეხედა და სადღაც 3000-მდე კურდღელი იყიდა. ხოდა, გაუშვეს ეს ბაჭიები მინდორში... მარა პრიკოლი იცით რა იყო? ველური კურდღლების მაგივრად შინაურები უყიდიათ, რომლებსაც ადამიანი საჭმლის მომტანი ეგონათ 😭 როგორც კი ნაპოლეონი დაინახეს, ათასობით კურდღელი ერთად ეცა იმპერატორს საჭმლის თხოვნით! კაცი, რომელსაც მთელი ევროპის არმიები ვერ აჩერებდნენ, ბაჭიებმა ეტლამდე სდიეს და გააქციეს 🐇💨 თქვენი აზრით, ისტორიაში ყველაზე სასაცილო დამარცხება რომელია? დაწერეთ კომენტარებში, ვიღადაოთ ცოტა ⬇️ #ისტორია