ხალხო, ისტორიაში ყველაზე აფსურდულ მიზეზზე რის გამოც ომი დაწყებულა, იცით რამე? 😅
1325 წელს იტალიაში (მოდენასა და ბოლონიას შორის) ნამდვილი სისხლისღვრა ატყდა და იცით რის გამო? ჩვეულებრივი ხის ვედროს გამო! 🪣😂
მოდენელებმა ბოლონიელების ჭიდან უბრალოდ ხის ვედრო მოიპარეს. ბოლონიელები გაბრაზდნენ, „დააბრუნეთო“, იმათმა „არ დავაბრუნებთო“ და 30,000-კაციანი არმიები შეეტაკნენ ერთმანეთს. დაახლოებით 2,000 კაცი შეეწირა ტიპურ ხის ჭურჭელს! 🤦♂️
ყველაზე საღადაო ისაა, რომ ის ვედრო დღემდე მოდენას მერიაში აქვთ გამოფენილი და ამაყობენ, ჩვენი ნადავლიაო.
თქვენ რის გამო იჩხუბებდით მეზობელთან ასე? 🤣👇
#ისტორია #საღადაო
აგუსტო ტრამპი
👁 2
👍 0💬 1

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.