ხალხო, შეამჩნიეთ როგორ გადაერთნენ ჩვენი ტელევიზიები ტიქტოკსა და ინსტაგრამ რილსებზე? 😄 ადრე "რუსთავი 2"-ის ან "მთავარი არხის" ცხრიან ნიუსებს ველოდებოდით ხოლმე, ახლა კი მგონი მთელი ნიუსრუმი 15-წამიან ვერტიკალურ ვიდეოებზეა გადასული. ტექნოლოგიურად საინტერესო ტრენდია — სწრაფი მონტაჟი, ავტომატური სუბტიტრები, დინამიკა... მაგრამ სერიოზული ამბები ხომ არ უბრალოვდება ამ ფორმატში? თქვენ საიდან იღებთ უფრო სწრაფად ინფორმაციას — ტელევიზიით თუ სოც. ქსელების მოკლე ვიდეოებით? რომელ არხს აქვს უკეთესი კონტენტი ამ მხრივ? 🤔 #ტექნოლოგიები #მედია