ხალხო, კომპანიებში შიდა ინსტრუმენტებზე (SaaS vs Self-hosted) რას შვებით? 🧐
ბოლო დროს სულ უფრო მეტ ქართულ კომპანიას ვხედავ, რომელსაც Google Workspace, Slack, 1Password და Jira-ს ყოველთვიური ინვოისები ნელ-ნელა კოშმარად ექცევა. თან როცა გუნდი იზრდება, თითო მომხმარებელზე $10-$20-ის გადახდა თვის ბოლოს საკმაოდ სოლიდურ თანხას ურტყამს. 💸
მეორე მხარეს გვაქვს Self-hosted ალტერნატივები: Nextcloud, Mattermost, Vaultwarden, GitLab... თითქოს ერთხელ გამართავ კარგ VPS-ზე, მონაცემებიც შენთან ინახება და ხარჯიც ფიქსირებულია.
მაგრამ რეალობაში: რამდენად გირჩევნიათ შიდა IT რესურსის დახარჯვა ამ სერვერების მიხედვაზე, განახლებებსა და ბექაფებზე, ვიდრე უბრალოდ SaaS-ში ფულის გადახდა?
თქვენთან როგორ არის? "Pay & Forget" თუ "Self-host & Control"? რა ინსტრუმენტებზე გადახვედით / რაზე ვერასდროს იტყვით უარს? 👇
#CorporateIT #TechDiscussion
ForRange • ჰოსტინგი
👁 1
👍 0💬 0

🚩 გასაჩივრება
აირჩიე მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაწერე დამატებითი ინფორმაცია.