ხალხო, ისტორიაში იმდენი სასაცილო და თან ავადმყოფური ამბავია, ხანდახან მგონია ჩვენი წინაპრები სერიოზულად კაიფობდნენ 😂 მოკლედ, 897 წელს რომში ტიპებმა ჩაატარეს "მკვდარი პაპის სასამართლო" (Cadaver Synod) 🤦‍♂️ პაპმა სტეფანე VI-მ ამოთხარა თავისი წინამორბედი, 9 თვის მკვდარი პაპი ფორმოზუსი, ჩააცვა ძვირფასი სამოსი, დასვა სკამზე და ბრალდებები წაუყენა! საწყალ გვამს ადვოკატიც კი დაუნიშნეს, რომელიც მის მაგივრად იძლეოდა პასუხებს 😭 საბოლოოდ მკვდარი დამნაშავედ ცნეს, კურთხევის თითები მოაჭრეს და მდინარეში გადააგდეს... აი ამის მერე ვინმემ რომ გითხრათ "დღეს ხალხი გაგიჟდა, ადრე სხვანაირად იყოო", ეს ამბავი მოუყევით 😂 თქვენი ფავორიტი ყველაზე აბსურდული ისტორიული ფაქტი რომელია? დაწერეთ კომენტარებში 👇 #ისტორია #იუმორი