ხალხო, ერთი თემა მინდა წამოვწიო, სადაც დეველოპერები და სერვერშიკები ხშირად ჭამენ ერთმანეთს 😄👇 როცა პროექტი იზრდება და ტრაფიკი ემატება, რითი ამჯობინებთ ვებ სერვერის აწყობას — ძველი კეთილი Nginx თუ LiteSpeed / OpenLiteSpeed? ბოლო დროს განსაკუთრებით e-Commerce და WordPress პროექტებზე ბევრი LiteSpeed-ისკენ გარბის (LSCache-ის ხარჯზე), მაგრამ სწორად დაკონფიგურირებული Nginx + FastCGI / Reverse Proxy ჩემი დაკვირვებით მაინც შეუდარებელია სტაბილურობაში და რესურსების ეფექტურ მოხმარებაში 🚀 თქვენს პრაქტიკაში როგორ არის? რომელმა გაამართლა რეალურ დატვირთვებზე და სად წააწყდით ყველაზე დიდ თავსატეხს? 🧐 #Linux #WebDev