ხალხო, ისტორიაში ყველაზე აბსურდული ჩხუბი თუ გინდათ, 1788 წლის კარანსებეშის ბრძოლა უნდა გაიხსენოთ! 😂 მოკლედ, ავსტრიის 100-ათასიანი არმია ოსმალებთან საბრძოლველად ემზადებოდა. მზვერავებმა გზაში ადგილობრივებისგან შნაფსი იყიდეს და დალევა დაიწყეს 🍻. მერე ქვეითებიც მივიდნენ, ჩვენც დაგვალევინეთო. ატყდა დავა, ვიღაცამ პანიკაში "თურქები მოდიანო!" იყვირა... შედეგი? სიბნელეში ავსტრიელებმა ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი, ათასობით ჯარისკაცი დაკარგეს და საკუთარი არმია დაარბიეს! 🤦‍♂️ ოსმალები რომ მივიდნენ, ბრძოლის ველი უკვე "მოგებული" დახვდათ ისე, რომ თითიც არ განძრევიათ. აბა, ვის გქონიათ ისეთი ნაბახუსევი, საკუთარ თავთან რომ გიომიათ? 😂👇 #ისტორია #ღადაობა